ლია ელიავა – თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი…(ფილმი)

თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლია ელიავა დღეს 83 წლის გახდებოდა.

ლია ელიავა: „ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია…

„უსზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, რომელმაც ასე გულთბილად მიმიღო. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ახლობელს, როგორც თავისიანს, ისე მხვდებიან. ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი“.

მხ.ფ “ბზიანეთი”