უკრაინა ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ გეორგიევსკის ბაბთის ტარებისგან

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკიპიაკმა ყველას მოუწოდა მაისის ზეიმების და განსაკუთრებით 9 მაისს თავი შეიკავოს გეორგიევსკის ლენტის ტარებისგან.

მისი თქმით ამ ლენტს ატარებდნენ „ტერორისტები“, რომლებმაც „დაიპყრეს უკრაინის ქალაქები და ხოცავდნენ უკრაინელებს“.

-„ამ ლენტით ახლაც რუსული ტანკები და ჩექმები დატარეშობენ ჩვენს ტერიტორიაზე და თელავენ უკრაინის მიწას. ეს ლენტი რუსული ტერორიზმის სინბოლოა“-განაცხადა მრჩეველმა.