“დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში” – ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოსახლეობას ფლაერები დაურიგეს. აქციის მონაწილეები კონსტიტუციის 48-ე მუხლიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისის ამოღებას აპროტესტებენ. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ ქუთაისობის პარალელურად დაგეგმილ აქციას. 2 მაისს პარლამენტის შესაძლო გადატანის საკითხს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

“დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში” – ამ მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.