შალვა ოგბაიძის მორიგი წარმატება – ვულოცავთ!

საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა, მოქმედმა ლიცენზირებულმა სპორტსმენმა  შალვა ოგბაიძემ  აღმართის  დაძლევაში”   საქართველოს  ჩემპიონატის  II  ეტაპზე  III  ადგილი  დაიკავა.

ავტოსპორტის პოპულარული სახეობა ,,აღმართის დაძლევა’’,  რომელიც საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე 5-7 კმსიგრძის მონაკვეთზე ტარდება,  თიანეთის მუნიციპალიტეტში “ღულელები– საბადურების ტყის მონაკვეთზე გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონატში 30-მდე პროფესიონალი  მრბოლელი  სხვადასხვა  კლასის  სპორტული  ავტომობილებითმათ შორის,300-350 ცხენიანი BMW-, SUBARU STI-სა და MITSUBISHI EVOLUTION-ის მოდელებით მონაწილეობდნენ.

ცალკეულ ეტაპებზე კი  მონაწილეობა ისეთმა ეგზოტიკურმა ავტომობილებმაც მიიღეს, როგორიცაა  US Legend car, Formula Alfa ან Lamborghini Gallardo GT3.