“ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას, წინასწარ გამიზნულ მოქმედებებს”

უკვე ასობით მტკიცებულებით დგინდება, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გამოიყება, რასაც საერთაშორისო სასამართლო კრძალავს.

23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ღია განხილვა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2008 წლის 8 აგვისტოსთან დაკავშირებით საქართველოს სრული საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

სესიაშვილი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტური იქება იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ომამდე ემზადებოდა.

“ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, როცა ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს თან სდევდეს სამართლებრივი დადასტურება, ამიტომ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც საქართველო უჩივის რუსეთს იმისთვის, რომ ის წინასწარ ემზდებოდა ომისთვის, უნდა დავადასტუროთ. დაირღვა სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტრესები. დარღვეულია ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები, ამიტომ ამ საქმისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. იუსტიციის სამინისტრომ მთელი რიგი მტკიცებულებები წარადგინა და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას და ამით უკვე სამართლებრივად დადასტურდება, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის 2008 წლის 8 აგვისტომდე. იქ ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას, ადგილი ჰქონდა წინასწარ გამიზნულ მოქმედებებს” – განაცხდა ირაკლი სესიაშვილმა.