WikiLeaks – რუსული კვალი მაკრონის შტაბიდან ინფორმაციის გაჟონვაში

WikiLeaks-მა განაცხადა, რომ ნახა რუსული კვალი მაკრონის შტაბიდან  ინფორმაციის გაჟონვაში . კომპანიის განცხდებით, გაჟონვის ინფორმაციაში ცხრაჯერ მეორდება რუსული კომპანიის თანამშრომლის სახელი.

«#MacronLeaks (სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს ინფორმაციის გაჟონვას)რუსული კომპანია „ევრიკას“ თანამშრომლის სახელი 9ჯერ მეორდება არქივში xls_cendric.rar“-წერს ტვიტერზე ორგანიზაცია.

ამასთან „ვიკილიქსი“ აქვეყნებს ცხრილს დეტალებით. მასში ფიგურირებს როშკა გიორგი პეტროვის ძე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Wikileaks არ აკონკრეტებს კონკრეტულად რომელ კომპანია „ევრიკა“ ყავს მხედველობაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კვირას, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია.

პირველ ტურში მაკრონმა 24,01% დააგროვა, მარინ ლე პენმა ლო 21,3%