“კონსტიტუციასთან და პრეზიდენტთან ერთად აჭარის ა.რ. სტატუსაც კრეჭენ!!!”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალ პროექტს იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და აჭარის სტატუსის დაკნინებად აფასებს. მისი თქმით, “კონსტიტუციასთან და პრეზიდენტთან ერთად აჭარის ა.რ. სტატუსაც კრეჭენ!”

-“კონსტიტუციასთან და პრეზიდენტთან ერთად აჭარის ა.რ. სტატუსაც კრეჭენ!!!
• აჭარის ა.რ. კონსტიტუციის მიღება და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება აღარ გვხვდება მისი განსაკუთრებული გამგებლობის სფეროში.
• აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევის წესს დღეს აჭარის კონსტიტუცია და კანონი ადგენს, ცვლილებით ეს უფლება წაერთმევა და საკითხს თბილისში გადაწყვეტენ.
• აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ შეუთავსებლობას დღეს მხოლოდ აჭარის კონსტიტუცია განსაზღვრავს, ცვლილებებით კი გადაწყვეტილება თბილისშიც მიიღება.
• აჭარის ა.რ.-ს აღარ ექნება საკუთარი ქონების, მიწის, ტყის და წყლის დამოუკიდებლად მართვის უფლება, წესებს თბილისში დაადგენენ.
• აჭარის ა.რ. მთავრობა ანგარიშვალდებული გახდება საქართველოს მთავრობის წინაშეც.
• აჭარის ა.რ.-ში შესაძლებელი გახდება ახალი, დამატებითი სამინისტროების შექმნა ა.რ.-ს კონსტიტუციით. დღეს აჭარაში მხოლოდ 4 სამინისტროა. (ესეც ახალი დასაქმების წყარო და სამუშაო ადგილები!)
“-წერს ალაფიშვილი.