“ხელისუფლებამ და მურუსიძეების სასამართლოს რიგითმა მურუსიძემ მას ბოლო იმედი წაართვა…”

F-news

ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

-” მე არ ვიცნობ მამა გიორგის , არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში დავინახე და საოცრად იმედგაცრუებული მომეჩვენა. ხელისუფლებამ მას ბოლო იმედი წაართვა თავი ემართლებინა, მურუსიძეების სასამართლოს რიგითმა მურუსიძემ სასამართლო პროცესი სრულიად უკანონოდ დახურა. გაოგნებული დავრჩი, რომ სასულიერო პირები არ დაესწრნენ სასამართლო პროცესს , ადვოკატები დამერწმუნებიან, რომ როდესაც ადვოკატია დაკავებული თითქმის ყველა სასამართლო პროცესებს ვესწრებით ადვოკატები.

ზაზა ხატიაშვილი არ ვარ კვირიკაშვილივით ნიჭიერი, რომ მამა გიორგის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა ვამტკიცო, მაგრამ რასაც ხელსუფლება აკეთებს უფალი ამას არავის აპატიებს. ადვოკატებს არ აძლევენ საქმეზე საუბარის უფლებას, მაშინ როდესაც პროკურატურა მტკიცებულებებს აქვეყნებს სატელევიზიო ეთერში.

ადვოკატების ერთადერთი იმედი , რომ სხდომა ყოფილიყო გახსნილი და საზოგადოებას გაეგო მტყუან მართალი ხელსუფლებამ მურუსიძეების დახმარებით ესეც წაართვა”.