გახდება თუ არა „ევროვიზია“ რუსეთ-უკრაინის მორიგი კონფლიქტის საგანი?

რუსეთმა გადაწყვიტა წელს „ევროვიზიაზე“ გაუშვას მომღერალი იულია სამოილოვა, რომელიც 11 წლიდან ინვალიდის ეტლში ზის და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

რუსეთის ათვლა არ არის ძნელი მისახვედრი მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს, ასეთ დიდ კონკურსებზე ბევრ რამეს ექცევა ყურადღება. იულია 2014 წელს ყირიმშც ჩავიდა, სწორედ ამის გამო შესაძლებელია ის უკრაინაში არ შეუშვან და „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარი უთხრან, როგორც იცით კონკურსი წელს კიევშ ტარდება, თუმცა ასეთ შემთხვევაში კიევი საერთაშორისო თანამეგობრობისგან საყვედურს მიიღებს. იყო თუ არა რუსეთის გადაწყვეტილება პროვოკაციული და ცდილობს თუ არა ოფიციალური მოსკოვი კიევთან მორიგი კონფლიქტის გაჩაღებას? ამ კითხვაზე უკვე უამრავი ტელე-შოუ გაიმარტა და კიდევ უფრო მეტი სტატია დაიწერა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კიევმა უნდა მიიღოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრცეველმა ანტონ გერაშენკომ ფეიბბუქზე დიდი პოსტი დაწერა და განაცხადა, რომ ან უარი ეთქვას მომღერალს უკრაინაში შესვლაზე, ან დართონ ნება და შემდეგ დააკავონ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.

იხ. ლინკი

https://www.facebook.com/anton.gerashchenko.7/posts/1309070565846454

ის იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები გაგებით შეხვდებიან ამ გადაწყვეტილებას.

თავად მომღერალი კი ამბობს, რომ „ევროვიზია“ მისი ბავშვობის ოცნებაა. ეს არის შშმ პირებისთვის სტიმულის დიდი მიმცემი და ამიტომ მისთვის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.