პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რას წარმოადგენს – სისასტიკე და ტერორი” – ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევსა და სხვა ქალაქებზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა.

„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებით. პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი. ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები დარჩებიან. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც გვაქვს” – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენი