„ჩვენ გვაქვს ნება, მონდომება და ძალა, გავანადგუროთ რუსეთი” – გონჩარენკო

„ჩვენ გვაქვს ნება, მონდომება და ძალა, გავანადგუროთ რუსეთი. იგივე ნებაა საჭირო დასავლეთშიც. კმარა ეს თამაშები” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, დადგა დრო, რომ დასავლეთმა მოხსნას ყოველგვარი შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე.

„ქალაქი ქალაქისთვის, რაკეტა რაკეტისთვის, ხიდი ხიდისთვის. შეწყვიტეთ ეს თამაში, სადაც რუსებს მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე შეგვიძლია დავარტყათ. დადგა დრო, რომ დასავლეთმა მოხსნას ყოველგვარი შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე.
ჩვენ გვაქვს უფლება მთლიანად გავანადგუროთ მტრის ნებისმიერი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მოსკოვი, რიაზანი, ვორონეჟი, გროზნი, ვლადივოსტოკი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი. ყველა ეს ქალაქი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა. მოგვეცით ATACMS. მოგვეცით თვითმფრინავები. მოგვეცით ტანკები. ჩვენ გვაქვს ნება, მონდომება და ძალა, გავანადგუროთ რუსეთი. იგივე ნებაა საჭირო დასავლეთშიც. კმარა ეს თამაშები” – წერს გონჩარენკო