რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „უკრენერგოს“ პრესსამსახურზე დაყრდნობით  ავრცელებს.

ქსელის ეროვნულმა ოპერატორმა ,,უკრენერგომ” განაცხადა, რომ ობიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენიდან ერთი დღის შემდეგ დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ,,უკრენერგო” ხაზს უსვამს, რომ ქარხნის კრიტიკული გაგრილების სისტემას ნორმალურად მუშაობისთვის სჭირდება ენერგია.