გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონასტერში 10 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.