ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში | დაშავებულებს შორის არიან ძმები

ახმეტაში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორნი, ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადმოიყვანა.

ექიმების განმარტებით, ორი დაშავებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გააგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.