ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – არიან დაშავებულები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოპედი ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში მოათავსა.

ექიმების თქმით, მათ დაზიანებები თავის და ფეხის არეში აქვთ მიღებული.