„ჩვენ როცა მელია ავირჩიეთ, ენმ-ს წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, დღეს სხვა დგას” – დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, დავით კირკიტაძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„ნაციონალური მოძრაობის, ქვეყნის და ყველა პოლიტიკური პარტიის წინაშე  წინაშე ყოველწლიურად იცვლება ამოცანები. ჩვენ როცა ავირჩიეთ ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, დღეს პოლიტიკური პარტიის წინაშე სულ სხვა ამოცანები დგას და ამ მიმართულებით გვჭირდება გადავდგათ ნაბიჯები” – აცხადებს კირკიტაძე.