„არანაირი ფასი არ აქვს” – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არანაირი ფასი არ აქვს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება, ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, არანაირი ფასი არ აქვს თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის. ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინ წინ. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში, ნამდვილად არ ვეთანხმები” – განაცხადა კალაძემ.