სოზარ სუბარი: პოლიტიკურად, ვარშალომიძიე საფრთხეს არ წარმოადგენს!

ლევან ვარშალომიძის საქართველოში ჩამოსვლას დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეხმაურება და ამბობს, რომ  პოლიტიკურად ვარშალომიძიე არც აქ ყოფნის დროს და არც მომავალში რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს.

”მე არ ვიცი რა დანაშაული აქვს ჩადენილი ვარშალომიძეს. მას ვუსმენდი, რომ არაერთხელ ყოფილა დაკითხვაზე და რადგან დაკითხვებზე იბარებდნენ, ისე იგი რაღაც კითხვები მის მიმართ არსებობდა. თვითონ რატომ ეშინია არ ვიცი, ალბათ თვითონ უკეთესად იცის რა აქვს ჩადენილი და რის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ვარშალომიძე არც აქ ყოფნის დროს წარმოადგენდა რამეს და არც მომავალში რამე საფრთხე მისგან არ არსებობს“ – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება