ვარშალომიძეს მერაბ ღოღობერიძემ ფეხსაცმელი ესროლა

ლევან ვარშალომიძის სარფში გადმოსვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა . მას მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ  საზღვრის გადმოკვეთის დროს ფეხსაცმელი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდამღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.

ღოღობერიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი და ბათუმის „განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელია.

13533278_1012844688752254_5283323313561090443_n

კომენტარის დატოვება