დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მენიუს ქართული კერძები შეემატა

ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის შემდეგაც, ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში შეიტანეს,-ამის შესახებ ინფორმციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული სამზარეულოს კვირეული  A Taste Adventure to Georgia  პირველად მოეწყო. კვირეულის ფარგლებში,  რომელიც სექტემბრის პირველ ნაწილში გაიმართა, მსურველებს საშუალება მიეცათ, პარლამენტის რესტორანში დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები. მათი დიდი ნაწილი კვირეულის შემდგომ  რესტორნის მუდმივ მენიუში დატოვეს.  

 “ღონისძიებას უამრავი დამთვალიერებელი დაესწრო. მათ შორის ბრიტანეთის პარლამეტის წევრები,  ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი  თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი”,-ნათქვამია სამინისტროსი ინფორმაციაში.