,,ის რაც უკრაინაში ხდება, მსოფლიოში ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაა” – სერგეი ლავროვი

„ის რაც უკრაინაში ხდება, მსოფლიოში ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაა“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ნატო-ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, მსოფლიო ახალ დღის წესრიგზე ფიქრი 10 წლის წინ სწორედ დასავლეთმა დაიწყო.

„ის რაც უკრაინაში ხდება, ეს არის მცდელობები ჩამოყალიბდეს ახალი მსოფლიო დღის წესრიგი. ეს დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა დაიწყეს ტერმინის გამოყენება, მათ მოითხოვეს სხვებისგან რომ შეასრულონ მართლწესრიგი.

ეჭვი არ მეპარება, რომ ერთ-ერთი წესი, რომლის შესრულებაც დასავლეთს სურს, ეს არის ნებისმიერი კონკურენტის შეჩერება. საუბარია რუსეთზე, პარალელურად ალბათ ეს ჩინეთი იქნება. ამ წესის მიზანი არის ერთპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბება.

შეხედეთ როგორ იქცევა ნატო, როგორ ემორჩილება ამერიკის შეერთებული შტატების ბრძანებებს… შეხედეთ როგორ იქცევა ევროკავშირი, რომელიც ბევრს მსჯელობს და სხვადასხვა იდეებზე საუბრობს… სტრატეგიულ ავტონომიაზე. მაგალითად, პრეზიდენტი მაკრონი ამაზე საუბრობს. აი შეხედეთ როგორ დაკარგა ევროკავშირმა დამოუკიდებლობა.

კონცეპტუალურ საკითხებში ევროკავშირი მთლიანად გახდა ნატოს და ამერიკის ნაწილი. მათ შორის ნატოს არაწევრი ქვეყნები, თავის ინფრასტრუქტურას აძლევენ ნატოს. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში იწევდა აღმოსავლეთით, იგნორირებას ახდენდა ჩვენი წინადადებების” – განაცხადა ლავროვმა.