რუსეთის თავდაცვის მინისტრი გაუჩინარდა – Unian

უკრაინული გამოცემა Unian-ი, რუს ჟურნალისტებზე დაყრდნობით, ტელეგრამარხზე წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი უკვე 10 დღეზე მეტია, არ გამოჩენილა. სერგეი შოიგუ საჯაროდ ბოლოს 11 მარტს ნახეს. როგორც ,,უნიანი” წერს, ჩვეულებრივ, მინისტრი მედიასთან ძალიან აქტიურია.

შოიგუს გარემოცვაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ავად არის – თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

სერგეი შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ოფიციალური რუსული წყაროებით ინფორმაცია არ ვრცელდება.