კრემლი – ჯო ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა ვლადიმერ პუტინს ძალაუფლება

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძალაუფლება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კრემლში კომენტარი გააკეთეს ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომელიც ვარშავაში მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა: „ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“.

„ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის. რუსეთის პრეზიდენტი რუსების მიერაა არჩეული“, – განაცხადეს კრემლში.

მანამდე კი თეთრ სახლში განმარტეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არ გამოვიდა მოწოდებით რუსეთში რეჟიმის ცვლილებისკენ, არამედ ის გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ძალაუფლება მისი მეზობლების მიმართ რეგიონში.