,,რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის აფხაზეთსაც” – ზელენსკი

,,რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის აფხაზეთსაც” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინს აქვს საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიცია.

,,პუტინს მრავალ-ვექტორული მიდგომა აქვს მსოფლიოში რუსეთის ადგილთან, ლიდერობასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც რუსეთისგან წავიდა, ვისაც აქვს უფლება რუსეთის ნაწილი არ იყოს, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები მოლდოველები არიან, ხოლო უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველი – რუსულმა ენამ გავლენა დაკარგა, რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა, უნდა რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით, რაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს. ასევე უკრაინის წარმატება – გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისით, რადგან აზარტული და შრომისმოყვარე ხალხი გვყავს. ახალი, ახალგაზრდა ხალხი მოდის ჩვენთან და ის ფიქრობს, მას რა ეშველება, შემდეგ რა იქნება.

ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა  ასე. ამბიცია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი დარჩა სიცოცხლე? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგია არის, როცა ფიქრობ იმაზე თუ რა მოუვა სახელმწიფოს, რომელსაც მართავ უკვე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. მე არ ვარ რუსი ხალხის მრჩეველი, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია. ამიტომ მისი ეს მთელი მრავალ-ვექტორულობა. აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება.” – აღნიშნავს პრეზიდენტი.