უკრაინა მზადაა რუსი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსული მხარე ამით დიდად არ არის დაინტერესებული – ზელენსკი

უკრაინული მხარე მზადაა საომარი მოქმედებების დასრულებამდე რუსი სამხედრო ტყვეები უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვალოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს რუსი ჯარისკაცების ცხედრები თავის ტერიტორიაზე დატოვოს, არამედ უნდა გადასცეს ისინი დაღუპულთა ახლობლებს.

„სიები დგება, ჩვენმა სამხედროებმა, ვიცი, შეადგინეს სიები, არის ყველა, ვინც ტყვეობაშია, არ ვიცი, ყველას აინტერესებს, პოლიტიკოსებს, მგონი, დიდად არ აინტერესებთ. მე უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსულ მხარეს ეს სიები სჭირდება“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერდა სამხედრო ტყვეების გაცვლას ომის დასრულებამდე.

„არ არის აუცილებელი რაღაც საყოველთაოდ მიღებული კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ: მაგალითად, ომის დასრულებამდე მოვიცადოთ. მე ეს არ მესმის. მე მჯერა, რომ არსებობს შეთანხმება, რომ ყველა გავცვალოთ ყველასთვის. არ მესმის რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ ამ ბავშვების მშობლები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია მტრის სახელმწიფოს ჯარისკაცების მიმართაც კი.