საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან, თუ სულ რაღაც „დემილიტარიზაციაზე“ ან „დენაციფიკაციაზე“ ვისაუბრებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუ ისინი მხოლოდ უკრაინის ,,დენაციფიკაციის” საკითხს განიხილავენ.

დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საერთოდ არ განიხილავს ტერმინებს „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.

„საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან, თუ სულ რაღაც „დემილიტარიზაციაზე“ ან „დენაზიფიკაციაზე“ ვისაუბრებთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, წინა შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინულმა მხარემ რუს კოლეგებს უთხრა, რომ არ გამოეყენებინათ ეს ტერმინები, არ აღმოჩნდა „არსებითი“

ასევე ზელენსკიმ თქვა, რომ ის ,,არ არის წინააღმდეგი” რუსეთთან მოლაპარაკებების, ,,ვიდრე შედეგი იქნება” და აღნიშნა, რომ ის დიალოგის მომხრე იყო ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დაიწყო ომი.