მერკელსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

კრემლის ოფიციალური საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო  საუბრისას რუსული გაზის ევროპიდან უკრაინის გავლით მიწოდებაზე ისაუბრეს.

პუტინის განცხადებით უკრაინა არღვევს შეთანხმებას, რაც საფრთეს უქმნის გაზის ტრანზიტს ევროპაში.

გარდა ამისა, პუტინმა მერკელს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ქმედებებზე ტერორიზმთან ბრძოლაში და სირიისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე.

ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით სატელეფონო საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა.

კომენტარის დატოვება