ბაჩუკის სურვილის ასახდენად თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“ მერეთში ჩავა

საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ საზღვრისპირა სოფლების საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საჩუქრების ჩატანის აქციას გამოეხმაურა საბავშვო თეატრალურიი ფესტივალის „მაჩაბელას“ დამაარსებელი მამუკა ლომაშვილი და განაცხადა, რომ ფესტივალი მზად არის თავის თავზე აიღოს მერეთში მცხოვრები პატარებისთვის გადასაცემი საჩუქრები.

მამუკა ლომაშვილი

-ორი წლის წინ საბავშვო თეატრალური სტუდია „მაჩაბელა“ შეუერთდა სამოქალაქო აქციას „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. აქციამ საახალწლოდ საჩუქრები ჩაუტანა მერეთში მცხოვრებ ოჯახებს.

მაშინ ჩვენ ვნახეთ მოქალაქეთა დიდი გაერთიანება, სტუდიის ბავშვებმა წარმოადგინეს საქველმოქმედო სპექტაკლები და ბილეთების რეალიზაციით აღებული თანხით საჩუქრები შეიძინეს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები თანატოლებისთვის.

იმ დღეს ჩვენს გვერდით იყო აწ გარდაცვლილი ბაჩუკი ჟორდანია, რომელიც მერეთიდან წამოსვლის წუთებიდან ცდილობდა უფრო დიდი აქციით ჩავსულიყავით ამ სოფელში. ჩვენ ვერთვებით ქალთა საბჭოს აქციაში და სწორედ ბაჩუკის ოცნების ასახდენად, მისი ანდერძივით დატოვებულის შესასრულებლად მერეთის ბავშვების საჩუქრებს თეატრალური ფესტივალი მთლიანად თავის თავზე აიღებს. ჩვენ იქ ჩავატარებთ კონცერტსაც, რადგან ადგილობრივებმა სწორედ სპექტაკლის ან კონცერტის ჩატარება სთხოვეს ბაჩუკი ჟორდანიას.

ბაჩუკი იმ დღის მერე სულ ამბობდა-„მერეთიდან წამოსულეს პირობა ჩამოგვართვეს, რომ ისევ ვესტუმრებით, თანხმობა რომ მიიღეს ძალიან გაუხარდათ და იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ, რომ უფრო მეტად მოწყვეტილ სოფლებშიც ერთად ჩავალთ და იქაურებს ერთად ვეტყვით:-“თქვენ არ ხართ მარტო”, მით უფრო მეტად ექნება ამ ხალხს იმედი“.

ბაჩუკი (ვახტანგ) ჟორდანია აქციას პირველივე დღეებიდან შეუერთდა და სხვებსაც მოუწოდებდა კეთილი საქმის კეთებისკენ.

ჩვენ ბაჩუკის ხსოვნას მივუძღვნით ამ აქციას და იმედი გვაქვს საზოგადოების დიდი თანადგომის,

“ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!”

აქციაში ნებისმიერი ფორმით ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ნივთები მოიტანონ:

მიცკევიჩის 29 ა – ქალთა საბჭო – დედათა და ბავსვთა სამკურნალო ცენტრი.მე-5 ოთახი.

კოსტავას 6. მეორე სართული – GmTV

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

599 79 70 90

599 88 97 18