თამარ გაბუნია – ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები არის, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, მაგრამ ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე დადგა და ახლა მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპმი.

გაბუნიას თქმით, ეს კი დამოკიდებულია ვაქცინაციის პროცესში აქტიურობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება ვირუსის გადაცემის ჯაჭვი.

„როგორც ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთთებს, პიკი გარკვეულწილად უკვე დადგა, უნდა ვიყოთ ახლა დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ აქ მთავარია, თუ რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი. ეს კვირა გვაჩვენებს, პლატო შენარჩუნდება, თუ გვექნება შემცირების გარკვეული ტენდენციები. ეს დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის აქტივობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვი.

არის სტაბილიზაციის კარკვეული ნიშნები, ვიმეორებ, ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა იწყება დაღმასვლის ეტაპი, მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.