ტრენინგი დაწყებულია, რომ ყველა ორსულმა მიიღოს ინფორმაცია და სწრაფადვე გადაწყვიტოს ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით – თამარ გაბუნია

ტრენინგი დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ეს ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე „ფაიზერის“ ვაქცინით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია თხოვნით მიმართავს  ორსულებს და ექიმებს, აცრა არ გადაავადონ.

„ორსულების ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დღეს საბჭო მსჯელობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია იყოს აქტიური და ყველა ორსულს ალტერნატალური მეთვალყურეობის პერიოდში ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ.

ტრენინგი დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ეს ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე „ფაიზერის“ ვაქცინით. ამდენად, კიდევ ერთხელ ჩვენი თხოვნა იქნება ყველა ორსულის და მისი ექიმის მიმართ, ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას და სწრაფად მივიღოთ ორსულები ვაქცინაციის პროგრამაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.