28 სექტემბერს ფერეიდნელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, “მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ“ 15 ფერეიდნელს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე.

იხ.

https://www.gmtv.ge/30-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a1-%e1%83%a9-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9c/

დრეს კი ცნობილი ხდება, რომ კომისიის წევრების შეცვლის მოთხოვნით  28 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციას სოციალურ ქსელში ფერეიდნელების საქართველოში ჩამოყვანისა და ქართული ენის შესწავლის პროექტის ავტორი, ზვიად ტომარაძე აანონსებს.

ზვიად ტომარაძე:

-დღევანდელ შეკრებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება: ხუთშაბათს 28 სექტემბერს 13:00-ზე გავმართოთ ფერეიდნელების მხარდასაჭერი აქცია იუსტიციის სახლთან! აქციაზე მოვითხოვთ “მოქალაქეობის საკითხთა კომისიის” წევრთა შეცვლას!