ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება

ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა ავტოკრატს, ყოფნის თავხედობა იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა.

„დღეს რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და სურს იგივეს გაკეთება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც. ეთნიკური სოლიდარობის ცრუ საბაბით მან ძირი გამოუთხარა მეზობელ ქვეყნებს. პუტინს აქვს მიზანი, თქვას, რომ ის არ აზრალებს უკრაინას. ეს არის ცინიკური ტყუილი და მან ეს იცის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.