გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ მოიგერია მტრის 9 შეტევა, გაანადგურა 12 ტანკი, 20-მდე ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა – მტერმა დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო – გენერალური შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინულმა მხარემ აგრესორი ქვეყნის 9 შეტევა მოიგერია და 200-ზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურა.

როგორც უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განადგურებულია ოკუპანტების 12 ტანკი, 20-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა.

„მტერმა დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. რუსული ტერორისტული ძალები აგრძელებენ ბრძოლას, შეგნებულად არღვევენ საერთაშორისო კანონს და ომის წესებს“, – ნათქვამია გენერალური შტამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.