ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებს არ მიეცემათ უფლება გადახდა რუბლებში მოითხოვონ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ვეღარ შეძლებს ევროპის შანტაჟს თავისი ენერგორესურსებით.

როგორც იგი ამბობს, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებს არ მიეცემათ უფლება მოითხოვონ გადახდა რუბლებში, რადგან ეს იქნება სანქციების რეჟიმის ფაქტობრივი დარღვევა.

„ასეთი გადაწყვეტილება იქნება ცალმხრივი, რაც არის შეთანხმების პირობების დარღვევა. ეს არის სანქციების გვერდის ავლის რეალური მცდელობა. ჩვენ არ დაგვიწესებია სანქციები, რათა მათი გვერდის ავლა სცადონ. გავიდა ის დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.