მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მოხუცი 112 წლისაა

 

112 წლის  იაპონელი ტიტეცუ  ვატანაბე მსოფლიოში ყველაზე  ასაკოვანი ადამიანის სტატუსით  გინესის რეკორდსმენი გახდა.  მხცოვანი იაპონელი მოხუცთა თავშესაფარში ქალაქ  ნიიგატეში ცხოვრობს.

ვატანაბე  1907 წლის 5 მარტს  გლეხის ოჯახში დაიბადა. 20 წლის ასაკში კი ტაივანში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 18 წელი გაატარა და ისევ სამშობლოში დაბრუნდა.

მსოფლიოში  ყველაზე უხუცესი ადამიანი 113 წლის  იაპონელი  ერთი წლის წინ გარდაიცვალა.