ხოსე პერალესი ისევ “დინამოში” ითამაშებს

ესპანელი მეკარე ხოსე პერალეს ნახერა  თბილისის “დინამოს” დაუბრუნდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც ადასტურებს.  27 წლის პერალესი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დინამოს ჩემპიონობაში,  ყოფილ თანაგუნდელებს თურქეთში შეუერთდა.  თბილისში დაბრუნების შემდეგ ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ ერთწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

ხოსე პერალესმა „დინამო თბილისი“ დეკემბერში დატოვა,  რადგან  კლუბთან ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდა. 27 წლის ესპანელი მეკარე, რომელიც ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი იყო, მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, სეზონის ბოლოს კი ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.