რუსების დაბომბვას Ukraina 24-ის ჟურნალისტი, ალექსანდრე მახოვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსი ოკუპანტების იერიშებს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრე მახოვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,უკრაინსკაია პრავდა” ახლობლებზე და ტელეარხ ,,უკრაინა 24″-ზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ჟურნალისტი მუშაობდა.

მედიასაშუალება წერს, რომ ის Ukraina24-ზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.

სად და რა ვითარებაში დაიღუპა ჟურნალისტი, დეტალები ამ დროისთვის უცნობია.