დაახლოებით 24 900 ჯარისკაცი, 1 110 ტანკი, 2 686 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 6 მაისის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 24 900;
  • ტანკი – 1 110;
  • ჯავშანტექნიკა – 2 686;
  • საარტილერიო სისტემა – 502;
  • სარაკეტო სისტემა – 171;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83;
  • თვითმფრინავები – 199;
  • ვერტმფრენი – 155;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 926;
  • გემი/ნავი/კატარღა – 11;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 324;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 38;
  • საკრუიზო რაკეტები – 90