ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, არასრულწლოვანი ობოლი ბავშვები მაღაროებსა და ფერმებში ნებაყოფლობით მუშაობენ

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური  საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) განმარტებით, ,,ახალგაზრდული სიბრძნითა და სიმამაცით“ ასობით ჩრდილო კორეელმა ბავშვმა აირჩია  ფიზიკური შრომა სახელმწიფოსთვის. KCNA– ს ანგარიშში ნათქვამია, რომ 700 არასრულწლოვანმა ობოლმა ნებაყოფლობით იმუშავა სახელმწიფო ქარხნებში, ფერმებსა და ტყეებში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ასაკი გაურკვეველია, თუმცა „ბიბისის” მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ისინი თინეიჯერობის ასაკში არიან.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები დიდი ხანია ადანაშაულებენ ჩრდილოეთ კორეას ბავშვთა იძულებითი შრომის გამოყენებაში, რასაც სახელმწიფო უარყოფს.