„ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, რუსეთმა უნდა წააგოს” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, რუსეთმა უნდა წააგოს.

„ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში. რუსეთმა უნდა წააგოს. კრემლმა ტრიბუნალი უნდა გაიაროს. პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმისკენ მოუწოდებდნენ, სასამართლო დარბაზში უნდა ისხდნენ. თუ ბოროტება დაუსჯელი დარჩება, უსამართლობა მთელ მსოფლიოში გამრავლდება” – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა.