ლატვიაში რუსეთის არმიის მხარდამჭერი სიმბოლოების გამოყენება აიკრძალა

ლატვიაში რუსეთის არმიის მხარდამჭერი სიმბოლიკის საჯარო გამოყენება აიკრძალა. პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტოები, რომელზეც “Z” იყო დატანილი. აღნიშნული სიმბოლოს ზუსტი განმარტება ამ დრომდე უცნობია, თუმცა რუსეთში მას აქტიურად იყენებენ ომის მხარდამჭერები.

ლატვიის პარლამენტმა დაადგინა, რომ ომის მხარდასაჭერად სიმბოლოს საჯაროდ გამოყენებისთვის ფიზიკური პირი 350 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 2900 ევროთი.

აკრძალვა ეხება “V” სიმბოლოსაც, რომელიც თავდაპირველად რუსულ სამხედრო ტექნიკაზე შეამჩნიეს.