,,დანებებისთვის ერთი დღე გაქვთ, ზეგ კი უკვე გაგანადგურებთ” – კადიროვი აზოვის ბატალიონის წევრებს ემუქრება

,,დანებებისთვის ერთი დღე გაქვთ, ზეგ კი უკვე გაგანადგურებთ” – ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც  აზოვის ბატალიონის წევრებს დაემუქრა.

მისივე თქმით, მათ მოუწევთ კანონის წინაშე წარდგომა.

,,მინდა აზოველებს მივმართო, ვიცი რომ დანებება გსურთ. მე მაქვს თქვენი საუბრების აუდიო ჩანაწერები. სიტყვას გაძლევთ, რომ თუ იარაღს დაყრით და დამნებდებით ჩვენ თქვენ არ შეგეხებით. უნდა გააცნობიეროთ, რომ მოგიწევთ კანონის წინაშე წარდგომა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სწორ გზას დაადგებით, პრეზიდენტმა პუტინმა შეიძლება ამნისტია გამოაცხადოს. თქვენ გაქვთ ერთი დღე დანებებისთვის, ზეგ კი უკვე გაგანადგურებთ. ვიმედოვნებთ, რომ მომისმენთ. თქვენ იცით, რომ ძალა აღარ გაქვთ და დამარცხდით.”- აღნიშავს კადიროვი.