პირველ ტელე-დებატებზე ჰილარი კლინტონმა გამარჯვება მოიპოვა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების პირველ ტელე-დებატებზე ჰილარი კლინტონმა გამარჯვება მოიპოვა. დებატების შემდეგ ხოფსტრის უნივერსიტეტმა ჩაატარა გამოკითხვა და კლინტონმა ამომრჩევლის 62%-ის სიმპატია დაიმსახურა. მილიარდელ დონალდ ტრამპს კი მხოლოდ 27% დაუჭირა მხარი. გამოკითხვა ნიუ-იორკში ჩატარდა.

-„ვუყურებდით დებატებს, ჰილარი გაცილებით სერიოზულია ვიდრე ტრამპი“-განაცხადეს მოქალაქეებმა.

კომენტარის დატოვება