“გულწრფელად არ არის ოქრუაშვილი საინტერესო, არც მისი აწმყო, არც წარსული”

   კახი კალაძემ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა. ოქრუაშვილის განცხადებით ქიბარ ხალვაშთან რუსთავი 2-ის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ამ ეტაპზე და ასე საჩქაროდ გასაჯაროება კახი კალაძის მოქმედებამ აიძულა.

ოქრუაშვილზე მე გუშინ მოვისმინე, რომ კალაძემ ფეხი დამიდოო, ანალოგიურ განცხადებებს, მე მახსოვს, როდესაც სპორტში ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ, კალაძე ფეხს მიდებსო, ცოტა უხერხულია ასეთი ადამიანების შედარება. ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი. გულწრფელად არ არის ოქრუაშვილი საინტერესო. არც მისი აწმყო, არც წარსული”– განაცხადა კალაძემ.

ირაკლი ორუაშვილის განცხადება იხ. ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%a3/

 

 

კომენტარის დატოვება