გიორხელიძე: ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ შეასრულებს დანაპირებს!..

დემურ გიორხელიძე

ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ შეასრულებს დანაპირებს, რადგან:

  1. ვერ დააკანონებს ამერიკულ ბაზებს საქართველოში, რადგანეს საკითხი არ წყდება საქართველოს გადაწყვეტილებით, ამას მსოფლიოში პოლიტიკურ ძალთა ძალთა ბალანსი და მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოთამაშეთადისპოზიცია განსაზღვრავს…

მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა მხოლოდ ახალი ომის შედეგებითაა შესაძლებელი. ამისათვის აუცილებელი არ არის გლობალური დაპირისპირება:
დიდი რეგიონალური ძალოვანი დაპირისპირებაც შეცვლის რაღაც პოზიციებს… წინასწარ შედეგი ამ ომისა, რომლის ერთ-ერთი ეპიცენტრი, სავარაუდოთ, შავი ზღვა იქნება,
სწორედ ისაა, რაზეც ბატონი უსუფაშვილი არ საუბრობს!

ბატონი უსუფაშვილის განცხადებები ზერელე პოლიტიკური განცხადებებია, რომელსაც საარჩევნო პოპულიზმი და თითქოსდა, “მყარი ორიაენტაცია” განსაზღვრავს. 4 წლის მანძილზე, ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს პოსტზე ყოფნისას, ასეთი მცდელობა მას და მთლანობაში ხელისუფლებას არ ჰქონია.

ბატონი უსუფაშვილის განცხადება არ არის სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკოსის განცხადება, რადგან იგი არ საუბრობს შესაძლო სცენარებზე და საქართველოს მოქმედების შესაძლო ტრაექტორიებზე… არ საუბრობს შედეგებზე, რომელიც შეიძლება დადგეს ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაციის ჩათვლით!
კარგად დაიმახსოვრეთ ჩემ ეს გაფრთხილება! დიდი რეგიონალური კონფლიქტი
საქართველოს უმძიმესი შედეგებით დაუსრულდება!

დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციის ფონზე საქართველოს უსაფრთხოების ბატონი უსუფაშვილისეული გაგება არის არასერიოზული განცხადება და ღრმა პროფესიული განხილვის შემთხვევაში გაცამტვერებული იქნება.

  1.  ვერ ააშეებს ევროპულ სახელმწიფოს,რადგან წყალწყალა დრომოჭმული ყალბი, თითქოსდა, “ლიბერალური” შტამპების გამეორება პრიმიტიული ლექსიკის გამოყენებით არ არის სახელმწიფო მშენებლობის გარანტი და არასერიოზულია. ასეთი პრეტენზიის არსებობისას:

ა. წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფოს აგების მთელი კონსტრუქცია, სამართლებრივი, ეკონომიკური, საერთაშორისო პოლიტიკის ჩათვლით. სახელმწიფოს საერთაშორისო პოლიტიკა გაცილებით კომპლექსური საკითხია, ვიდრე პრიმიტიული არარეალური განცხადებები…

ბ. თავისი მოღვაწეობის პერიოდის განმავლობაში პარტიას უნდა ჰყავდეს ადამანთა ჯგუფი, რომელიც ასეთ მასშტაბურ საკითხებზე პერიოდულად საუბრობს და კონცეპტუალურად აყალიბებს ამ საკითხებს, ეტაპობრივი რეალიზაციის პროგრამის მითითებით. რესპუბლიკურ პარტიას მსგავსი მცდელობა, ჩემი მახსოვრობის ოცდაათწლიანი პერიოდის მანძილზე, არ ჰქონია. დაპირისპირებულ კამათებში საუბარი ერთია, ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი – მეორე!

როგორ?
რა საშუალებებით?
რა ძალებით?

დიახ, საქართველოს არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ააგოს ევროპული ტიპის სახელმწიფო! რადგან ეს არის წარმატებული სახელმწიფოს მოდელი!.. განვითარების ეს უმნიშვნელოვანესი რესურსი გამართულად ფუნქციონირებადი სახელმწიფო იგება არა იდეოლოგიზირებული და “ორიენტირებული” ყალბი განცხადებებით, არამედ უმაღლესი პროფესიონალიზმისა და პოლტიკური პასუხისმგებლობის საფუძველზე და არსებობის შემთხვევაში.

ყალბი განცხადებებით და პარტიული თამაშობებით საცხოვრებელ სახლს ვერავინ ააგებს,
ასე აგებული სახლი არ ივარგებს საცხოვრებლად. სახელმწიფოც ასეა: მას პოპულისტები, “ორიენტირებულები” და პოლიტიკურად არათავისუფალი ადამიანები ვერ აგებენ, მსოფლიოში პრეცენდენტი არ არსებობს!

… ჯერ-ჯერობით, საქართველოში, სახელმწიფოს მშენებლობის საკითხი არ დგას პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხთა შორის..

თუ ამ საკითხებზე საუბარს რომელიმე სერიოზული ტელევიზია მოინდომებს, დღევანდელი ქართული პოლიტიკისათვის დამახასიათებელი მიუღებელი ტონალობისა და აღვირახსნილი ფრაზეოლოგიით საუბრის ნაცვლად, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას მშვიდ პროფესიულ საუბარში-რაც ზემოთ დავწერე, ძალიან დეტალურად ვისაუბრებდი ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებასაც შეუძლიათ ამ საკითხებზე საუბარი!

მხოლოდ ასეთი საჯარო სამუშაო,კრიტიკულ საუბრებში შეიძლება გაიფილტროს და გაიწმინდოს ის უაზრო განცხადებები, საზიზღარი პოპულიზმი და პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, რაც გვესმის ყოველდღე ამ ჩვენი ე.წ.პოლიტიკური ლიდერებისაგან.

ჩვენ ერთი სახელმწიფო გვაქვს! შეხედულებათა განსხვავება არის სიმდიდრე და არა პრობლემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეხედულებები, ეს განსხვავებები ეთმანეთთან ცივილიზებული განხილვა-შეპირისპიებისა და არგუმენტირებული დასაბუთების სტადიებს გაივლის, ანუ კონკურენტული შერჩევის შემდეგ ხდება საყოველთაო.

ასე, რომ თუ ვიმეს და მათ შორის „რესპულიკურ პარტიას“ ამ უმთავრეს საკითხებზე სურს საუბარი, მე ვთავაზობ მათ ამ საუბარს და იქნებ, ვინმემ, ტელევიზიის, რაიმე საჯარო პლატფორმის საშუალებით და ა.შ. გახსნას საშუალება, დაინტერესდეს ამ წინადადებით და სრულიად ახალი შინაარსის საუბარი დაიწყოს!

 

 

კომენტარის დატოვება