„სანდეი ტელეგრაფის“ ცნობით, ტერორისტებს ბრიტანეთის პარლამენტის შტურმით აღება ხუთ წუთში შეუძლიათ

ბრიტანული „სანდეი ტელეგრაფის“ ცნობით, ტერორისტებს ბრიტანეთის პარლამენტის შტურმით აღება ხუთ წუთში შეუძლიათ.

როგორც გამოცემა იტყობინება, გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს უსაფრთხოება შეამოწმა და საგანგაშო დასკვნამდე მივიდა.

ჟურნალისტების ცნობით, თავდასხმის შემთხვევაში, ტერორისტები თემთა პალატაში ხუთ წუთში შეაღწევენ.

როგორც გამოცემა წერს, სიმულირებული ტესტი პოლიციამ საიდუმლოდ ჩაატარა. პოლიციელები, რომლებიც ტერორისტებს განასახიერებდნენ, პარლამენტს მდინარე თემზის მხრიდან, ნავით მიუახლოვდნენ და შემდეგ შენობაში შეიჭრნენ. ამისთვის, მათ ხუთი წუთი დასჭირდათ.

როგორც „სანდეი ტელეგრაფთან“ საუბარში ანონიმური წყარო ამბობს, ტესტი შედეგები შოკისმომგვრელი იყო. 

შეგახსნებთ, რომ ლონდონის პარლამენტთან 2017 წელს ორი ტერაქტი მოხდა. მარტში თავდამსხმელი მანქანით გამვლელებს შეეჯახა. შემდეგ კი დანით დაესხა მათ თავს. დაიღუპა ოთხი ადამიანი. ივნისში ამავე ადგილზე დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს.