ნეფარიძეს ქრთამის აღებაში საკუთარი ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0/

საღამოსვე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90/

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს ზურაბ ნეფარიძეს ქრთამის აღებაში საკუთარი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს. დალი მამულაშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავა ანტიკორუფციულმა სააგენტომ დეპუტატი. სისხლის სამართლის საქმეში დალი მამულაშვილი დაზარალებულის სტატუსით არის დაკითხული. ის ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ბიუროს თანამშრომელია.

მამულაშვილი ამბობს, რომ ხელფასიდან 400 ლარს ნეფარიძე სძალავდა. მისი განცხადებით, ბოლო სამ თვეში 400-400 ლარი გამოსძალა რაც ჯამში 1200 ლარს შეადგენს. სწორედ 1200 ლარის ქრთამის აღებაში ედავება ანტიკორუფციული სააგენტო ნეფარიძეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის განცხადებით, მაჟორიტარის ოფისისთვის თბილისის საკრებულოს ხელფასებისთვის და ოფისის ქირისთვის თვეში 5000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ეს არასაკმარისი იყო. ამასთან ზურაბ ნეფარიძე წლების განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს საკუთარი თანხებით იხდიდა. ბოლო პერიოდში კი კომუნალურებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის თანხებს თანამშრომლებიც დებდნენ.

ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებ . ბრალდება წინასწარ პატიმრობას, ადვოკატები კი გირაოს მოითხოვენ.