‘’შენი მომავალი შენს ხელშია!” – “ხალხის პარტიას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს

 ‘’ხალხის პარტიამ’’  ყრილობაზე გენერალურ მდივნად მამისა ჯაფარაშვილი, ხოლო ახალგაზრდულის ხელმძღვანელად ილია ლობჯანიძე აირჩია.

პარტია განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას როგორც, ეკონომიკურ ასევე სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც „ხალხის პარტიის თავმჯდომარე ‘’ ალექსანდრე კობაიძე ამბობს, დროა ცვლილებების  უკეთესი მომავლისთვის.

– ,,ხალხის პარტია”-  ხალხის ინტერესი უპირველესყოვლისა. ,,შენი მომავალი შენს ხელშია”-აი ეს არიც ჩვენი დევიზი და ამ დევიზით ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც კანონი იკანონებს და მოქალაქე თავისუფალი იქნება. სახელმწიფოში, სადაც ყველა იპოვის სამართალს. დადგა ცვლილებების დრო და „ხალხის პარტიამ“ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ ცვლილებებში. ხალხის პარტია უანგაროდ დგას და იდგება ხალხის სამსახურში“-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსნებთ, რომ ხალხის პარტიის თავმჯდომრედ 2017 წლის 21 იანვარს „ხალხის პარტიამ“ რიგგარეშე ყრილობის შედეგად  პარტიის თავმჯდომარედ  ალექსანდრე კობაიძე აირჩია.