ვგმობთ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში – საგარეო უწყების განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოსვიზიტსოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო მოუწოდებს ბელარუსს არ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.” – წერია განცხადებაში.