„ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება” – კალაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

ჩვენი მხრიდან, შესაბამისი უწყების მხრიდან მოჰყვება რეაგირება” – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი არის არამეგობრული და რაც მთავარია, ამ ქმედებით ბელარუსის ლიდერმა დაარღვა კანონი ოკუპაციის შესახებ.

ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ძალიან შემაშფოთებელია და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი” – განაცხადა კალაძემ.